17 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
თბილისის სიონის ტაძრიდან ხარაგაულის მწვერვალამდე - "პოსტსკრიპტუმმა" რთული გზა ექსტრემალ პილიგრიმებთან ერთად გაიარა

წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 12 მაისს, თბილისის სიონის ტაძრის კედლიდან ანდრია პირველწოდებულის ხატს ხსნიან. პილიგრიმები დიდ გზას აქედან იწყებენ და ხარაგაულში მიემართებიან. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ხარაგაულის ცენტრში იკრიბებიან მომლოცველები და მიემართებიან რკინის ჯვრისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2 ათას 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მორწმუნეებს სჯერათ, რომ პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა იმ მთაზე ჯვარი აღმართა.

პილიგრიმულ ტურში, ლაშქრობა, ჯანსაღი ცხოვრება, ექსტრიმი, მეგობრობა და შემართება გააერთიანეს. რამდენიმე მეგობრის ტრადიცია მალევე მასშტაბური გახდა. 

მორწმუნეებს სჯერათ, რომ იმ გზას მიუყვებიან, რაც ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში გაიარა. მთის წვერში რკინის ჯვარია აღმართული, იქ ანთებენ სანთლებს, ხატზე ლოცულობენ და ერთმანეთს ულოცავენ, როგორც დღესასწაულს, ასევე დასახული მიზნის მიღწევას.

ტურში წასვლის მსურველები რეგისტრაციას წინასწარ გადიან და ჯგუფებად ნაწილდებიან.  

დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დიდი და რთული გზაა გასავლელი. ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის ეს დღე წლებია დიდ დღესასწაულად იქცა. 

დღის ამბები