03 ოქტომბერი 2024,   19:36
ვრცლად
ე.წ. „ბოშების ბაზრობა“ დაიწვა

16 სექტემბერს დაახლოებით დილის 6 საათზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. წ. „ბოშების ბაზრობაზე“ ხანძარი გაჩნდა. დაიწვა 2 ათას 500 კვ.მ. ფართი, ასევე მოვაჭრეთა ნივთები, რაც ბაზრობაზე იყიდებოდა. ხანძარი ახლო მდებარე სახლებზეც გაჩნდა. საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობენ.

მოვაჭრეებს ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ ხანძარი ბაზრის ტერიტორიით დაინტერესებულმა პირებმა გააჩინეს. ასევე აცხადებენ, რომ დაკარგულია მათი ნივთები და კვალსაც ვერ აგნებენ. რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ მათი საქონელი ვიღაცებმა ჯერ მოიპარეს, შემდეგ კი ხანძარი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი. მათ ბაზრობის დირექციასთან მოლაპარაკებები გამართეს. იყო საუბარი იმაზე, რომ ადმინისტრაციამ შეღავათიანი კრედიტის საშუალებით აღადგინოს ბაზრობის ტერიტორია. 

დღის ამბები