19 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
ამ საქმეში იმაზე მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული ვიდრე მე ვფიქრობ - სარალიძემ მინისტრთან შეხვედრა დაგეგმა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შს სამინისტროს ეზოში რჩება. მისი განცხადებით, ის სამინისტროს მანამდე არ დატოვებს ვიდრე, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას არ დააკავებენ.

ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძე შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსს, ალეკო ხოჯრევანიშვილს შეხვდა.

„ამოღებული იქნა მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ყველა მიცემული ჩვენება. დავგეგმე შეხვედრა მინისტრთან და არამხოლოდ მინისტრთან, მის მოადგილეებთანაც. გავივლით ეტაპობრივად ყველა ჩვენებას, რამდენად მართებულია კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია.

იმედია მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მიხელ კალანდია დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული“- აცხადებს სარალიძე.

ზაზა სარალიძის თქმით, აშკარაა რომ მიხეილ კალანდიას ხელს აფარებენ. სარალიძე ამბობს, რომ კალანდიას წინააღმდეგ საკმარისი რაოდენობის მტკიცებულება არსებობს.

„ვისი ინტერესი უნდა იყოს მიხეილ კალანდიას დაკავების წინააღმდეგ წასვლა არ ვიცი , მაგრამ ფაქტია, რომ პირველივე დღიდან მირზა სუბელიანი ამ საქმის გაფუჭებაში აქტიურად იყო ჩართული, არამარტო სუბელიანი მთელი შს სამინისტრო და პლუს პროკურატურა.

ჩემი აზრით, როგორც ჩანს გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული ამ საქმეში ვიდრე მე ვფიქრობდი“-ამბობს სარალიძე.

დღის ამბები