22 დეკემბერი 2024,   16:39
ვრცლად
„არავითარი დაგუბება არ არის, საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდ არის" - მღებრიშვილი ჭუბერში არსებულ ვითარებაზე 

დღეს სვანეთში ისევ ნალექიან ამინდს ელოდებიან და სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ. თუმცა, პრემიერის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ დროის მონიტორინგით სტიქიის განმეორების საშიშროება არ არის.

მღებრიშვილის განცხადებით, მაღალი რისკის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოხდა.

„არავითარი დაგუბება არ არის. მსგავსი საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობა უსაფრთხოდ არის. მთავარი არის რომ მსხვერპლი არ გვაქვს და მოვახდინეთ დროული რეაგირება გამოვიყვანეთ მაღალი რისკის ზონიდან ადამიანები.

თუკი ახლაც რაიმე რისკი იქნება ადამიანებს მივაქცევთ ყურადღებას და საშიში ზონებიდან გამოვიყვანთ.

ადგილზე შევაფასებთ სიტუაციებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“-აცხადებს მღებრიშვილი.

შესაბამისი სამსახურები დღეს დილიდან ცდილობენ გაწმინდონ გზები, თუმცა ვითარებას ართულებს სტიქიის მასშტაბი და ადიდებული მდინარე, რომელსაც მოგლეჯილი ხეები მოაქვს.

სპეციალისტების განმარტებით მდინარე ნენსკრაზე და მის შენაკადებზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესები ერთმანეთს დაემთხვა.

დღის ამბები