22 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
სტიქია ჭუბერში - ნათელაშვილი პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს

ნენსკრას ხეობაში განვითარებული მოვლენები "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შეაფასა. შალვა ნათელაშვილის თქმით, სვანეთი ყოველთვის იდგა იმ საფრთხის წინაშე, რაც ხეობაში მოხდა.

ნათელაშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობა სვანეთსა და სხვადასხვა რეგიონში კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეებს გამოიწვევს.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი პასუხისმგებლობასა და დროულ რეაგირებას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

„რაც მოხდა ცნობილი იყო ადრევე. ჩვენ ამის თაობაზე ვაფრთხილებდით ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას. ალგეთზე და ტანძიაზე ოქროს მოსაპოვებლად რა ჰქმნა ბიძინა ივანიშვილმა ამის თაობაზე ყველა საქმის კურსშია.

მივმართავ გაეროს შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრების მიზნით საქართველოს დაქცევა-განადგურებისა და ამ მეთოდებით ჰესების მშენებლობის საკითხს"-ამბობს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში ორი დღეა სტიქიას ებრძვიან. ჭუბერის მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს. მოსახლეობა ჭუბერის ზემო ნაწილიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, თუ სტიქია ისევ განმეორდა, სოფლის ერთ ნაწილში ჩარჩენილ მოსახლეობას გამოიყვანენ.

დღის ამბები