22 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს სახელფასო ნაწილში გვქონდა დანაზოგი 100 მილიონ ლარზე მეტი - მამუკა ბახტაძე IDFI-ის კვლევას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 2017 წელს სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მომსახურების ხარჯები 15 მილიონით გაიზარდა.

IDFI ცნობით, გასულ წელს დაწყებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, 2018 წლის საწყისი 5 თვის განმავლობაში, ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს სახელფასო ნაწილში დანაზოგი 100 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა.

„ჩვენ მარტო სახელფასო ნაწილში გვქონდა დანაზოგი 100 მილიონ ლარზე მეტი და ჩვენ ეს ბიუჯეტში, რომელიც წარვადგინეთ შარშან ბიუჯეტში, იქ ეს ნათლად ვაჩვენეთ. ფინანსთა სამინისტროს საიტზე ბიუჯეტი, რომელიც 2017 წლის ბოლოს დავამტკიცეთ და პარლამენტში ამაზე იყო საუბარი, ჩვენ ამ კითხვებს კონკრეტულად ვუპასუხეთ, თუ საჭიროა კიდევ ვუპასუხებთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 100-120 მილიონი ლარის ეკონომია მოხდება.

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერს დაიწყო როდესაც, სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები