22 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
„მოვაგონებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყო მისი პოზიციები გაძლიერებული" - ვოლსკი უსუფაშვილს მიმართავს

დავით უსუფაშვილის განცხადებას, სადაც ის პრეზიდენტს პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

გიორგი ვოლსკისთვის გაუგებარია, სად დაიკავებს დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ ადგილს, რადგან ვოლსკი ფიქრობს, რომ უსუფაშვილის პოზიციები "ქართული ოცნების" მხარდაჭერით იყო გაძლიერებული.

„მოვაგონებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყო მისი პოზიციები გაძლიერებული. მოვიგონებ იმასაც, რომ პარტიულ ფორმატში გადანაცვლებამ საკმაოდ შეურყია მას, როგორც პოლიტიკოსს ავტორიტეტი, თუმცა იქამდეც საზოგადოებაში ძლიერი მხარდაჭერა „რესპუბლიკელებს“ არასოდეს ჰქონიათ. ასეთ მძიმედ შევსებულ პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკური ნიშების ასეთი შევსების პირობებში მე არ ვიცი დავით უსუფაშვილის ად მოძებნის ადგილს,“ -აცხადებს გია ვოლსკი.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს ღია წერილით მიმართავს და ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის ერთად აღებისკენ მოუწოდებს. "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე ახალი პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან ამბობს, რომ ქვეყანას "ქართული ოცნება" ვერ პატრონობს.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ყველა ოპოზიციური კანდიდატი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ მოცემულობაში, როცა შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაიგეგმოს.

„არის შანსი იმისა, რომ იყოს მეორე ტური,  მეორე ტურში უნდა მოხდეს გაერთიანება იმ კანდიდატის გარშემო, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

თუმცა გადამწყვწეტი ამ კონკრეტულ ვითარებასი არის ის თუ პრეზიდენტი რამდენად არის განწყობილი იყოს კანდიდატი და რამდენად თავად არის განწყობილი იბრძოლოს „ქართულ ოცნებასთან“ -აგანაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები