არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მიესალმებიან, თუმცა, მათი განცხადებით, საქმეებისა და გამომძიებლების შერჩევის კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს.
„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეარჩევენ ამ საქმეებს,” - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
„საია“-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც არსებობს უფლებადარღვევის ფაქტი და მსხვერპლი, სახელმწიფო ვალდებულია, მოხდეს მსგავსი ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უწყებაში შესული საჩივრებს შესწავლაა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, პრიორიტეტი იმ განცხადებებს მიენიჭება, რომლებიც ინფორმაციას ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის შესახებ შეიცავს და რომელშიც საუბარია საჯარო მოხელის მონაწილეობაზე.
საქმეებს 4 პროკურორი და 10 გამომძიებელი შეისწავლის.