03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
საყდრისის საპარლამენტო კომისიის შემადგენლობას დეპუტატები კენჭს მომავალ კვირაში უყრიან

სასამართლოს გადაწყვტილების მიუხედავად, საყდრისი-ყაჩაღიანის სტატუსზე მსჯელობას კულტურის მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ გეგმავენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყებამ საქალაქო სასამართლოს მოთხოვნა სტატუსის გადახედვასთან დაკავშირებით უკვე შეასრულა. 2014 წლის 12 დეკემბერს ამ მსჯელობის შედეგად საყდრისი კვლავ სტატუსის გარეშე დარჩა.

საყდრისის შესახებ კიდევ ერთი გადაწყვეტილება დღეს საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს. საპარლამენტო კომისიის შემადგენლობას დეპუტატები კენჭს მომავალ კვირაში უყრიან. რა შემადგენლობა იმუშავებს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე და საერთოდ, დაიწყება თუ არა კომისიის ფორმატში განხილვა, მომავალ ოთხშაბათს გახდება ცნობილი. ოპოზიცია ელოდება, რომ საკითხის გაჭიანურების მიზნით უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები