ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს დღეს რამდენიმე მოწმე მისცემს. გამოკითხვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფის ფარგლებში გაიმართება.
დეპუტატები იმ პირებს გამოკითხავენ, რომლებსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან კავშირი ჰქონდათ.
პარასკევს კი კომისიის შეკითხვებს შსს-ს მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი-ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი უპასუხებენ.