დღეს გახდება ცნობილი ეთანხმება თუ არა საპატრიარქო რამდენიმე მღვდელმთავრის პოზიციას, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საპატრიარქო ოფიციალურ პოზიციას ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე საათში დააფიქსირებს. მღვდელთავრების ნაწილი კი სწორედ უზენაესი სასამართლოსგან ელოდებოდა საუკუნის საქმის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხებს. პასუხების არარსებობის გამო კი ახლა მათ სხვა გამოსავალი უნდა მოძებნონ. სწორედ ამ მიზნით მღვდელმთავრები საგანგებო შეკრებისთვის ემზადებიან. როდის შედგება ეს შეხვედრა, სასულიერო პირები ჯერ არ აკონკრეტებენ, თუმცა აპირებენ სასამართლო გადაწყვეტილების დეტალების გაცნობის შემდეგ საკითხი სინოდის სხდომაზე დააყენონ. 5-თვიანი განხილვის შემდეგ ქვეყნის უზენაესმა სასმართლომ ე.წ. ციანიდის საქმის საჩივარი დაუშვებლად ცნო.
"უკვე დავსვამთ კითხვებს სინოდის წინაშე მღვდელი მამა გიორგი მამალაძე მსხვერპლია, დამნაშავეა. როდესაც გავეცნობი საქმეს შეიძლება სურვილიც გამიჩნდეს მასთან შეხვედრის,"-აცხადებს მეუფე ანტონი.