არასაპარლამენტო ოპოზიცია ე.წ. ციანიდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. პოლიტიკური პარტიების ლიდერების ამბობენ, რომ საქმის წარმოებაზე უარის თქმა უზენაესი სასამართლოს მხრიდან, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მათი განმარტებით პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეებზე ძირითად შემთხვევებში მართლმსაჯულების აღსრულება არ ხდება.
„მამალაძის საქმე, რაც უფრო სწრაფად მოხვდება სტრასბურგში, უკეთესია ყველასთვის. ქართული მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სისტემა ამ საქმეშიც იმდენად დისკრედიტებული აღმოჩნდა, რომ პირადად არ გამჩენია რაღაც უკმაყოფილების განცდა, რომ რაღაც უზენაესმა სასამართლომ მალე თქვა, რომ არ იღებს საკასაციო საჩივარს და არ მოხდა კიდევ გაჭიანურება,“-განაცხადა „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარეც. ნიკა მაჭუტაძის განცხადებით ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება კიდევ ერთხელ აღმოჩნდება კიდევ ერთი რეპუტაციული დარტყმის ქვეშ.