17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
"ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველების კვალი"-აშშ-ს საელჩო განცხადებას აქვეყნებს

რამდენიმე დღეში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი შესრულდება. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას კიდევ ერთხელ გმობს ამერიკის შეერთებული შტატები. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი.

"ახლახანს კი რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სოფელ ერედვში მასობრივად გაანადგურეს იძულებით განდევნილი ქართველების სახლები. ეს სულ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია,"-წერია შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები