17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული პირის მშობლები და სხვა მოწმეები დაიკითხებიან

საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვაში ბრალდებულების საქმის განხილვას განაგრძობს. დღეს დარბაზში ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე წარსდგება, მათ შორის დაიკითხებიან დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული პირის მშობლები.

პროკურორი გიორგი ქობულაძის განცხადებით, მშობლების მიერ მიცემული ჩვენება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მიერ დასახელებული  გარემოებები სხვა მოწმეების ჩვენებებთან თანხვედრაშია.

„გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ ვინმეს დანაშაულში მამხილებელი ჩვენება მან მისცა, თუმცა მის მიერ მიცემული ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან გარკვეული გარემოებები დაასახელა, რომელსაც ასახელებენ სხვა მოწმეებიც და ასევ ვთქვათ, სხვა მოწმეების ჩვენებებთან მოვიდა გარკვეულ თანხვედრაში,“- აცხადებს გიორგი ქობულაძე.

ადვოკატი მერაბ მუმლაძე ამტკიცებს, რომ ჩვენებებით არ დასტურდება ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა და ამბობს, რომ გამოკითხულებმა უბრალოდ გარემოებები აღწერეს.

„რაც შეეხება, რომ უშუალოდ მას შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულებთან, ორივე მოწმემ განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა, საერთოდ არც იცნობდა, თვალითაც არ უნახია, შესაბამისად ვერანაირი ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარემ გამოიყენოს პირის მსჯავდებისთვის, ანუ ასე რომ ვთქვათ მის ბრალდებულად ცნობისთვის აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოზე არ განცხადებულა,“- განაცხადა მერაბ მუმლაძემ.

 

დღის ამბები