ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადგილობრივები მომხდარს მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ყოველი ძლიერი წვის დროს მათ წყალი სახლებში შესდით. ფოთში ამბობენ, რომ სახლებში შევარდნილმა წყალმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენჯერ ჩავიძირე ასე?! ყველაფერი დამიზიანდა-ლოგინები, თეთრეული, მაცივარი,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ტელეკამერების ადგილზე მისვლისთანავე ტერიტორია დატოვეს.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერმა წვიმამ ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა, რის გამოც გაითიშა სატუმბი სადგურები. მერიაში ამბობენ, რომ სწორედ ამან გამოიწვია ქალაქის დატბორვა. ამ დროისთვის შვიდივე სატუმბი სადგური სრულად ფუნქციონირებს.
„სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარეს. ყოველივე ამან გამოიწვია დატბორვა. მესმის მოსახლეობის გულის წუხილი. ჩვენ მერიაში შევქმენით კომისია. აღნიშნულში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გუბერნია და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას რომ ის ზარალი რაც განიცადეს უმოკლეს ვადაში იქნას აღმოფხვრილი,“-აცხადებენ მერიაში.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.