მაშველებმა მტკვარზე სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ძმის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.
მეორე ძმას მეორე დღეა მაშველები უშედეგოდ ეძებენ.
ძმები წმინდა ბარბარეს უბნიდან გაუჩინარდნენ, ერთ- ერთი 20 -ის, მეორე კი 25 წლის არის.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, ადგილზე მყოფმა მეგობრებმა მათი დახმარება ვერ შეძლეს.
გუშინ სამძებრო სამუშაოები თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.