17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
აქცია ლიხაურში - მოსახლეობა მდინარე აჭზე მოქმედი კარიერების გაუქმებას ითხოვს და ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობს

აქცია ლიხაურში - მოსახლეობა მდინარე აჭის წყალზე მოქმედ კარიერებს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ისტორიულ სოფელში ჩამომავალ მდინარე აჭზე ათეულობით კარიერი ფუნქციონირებს რაც საფრთხეს უქმნის სოფელს.

მათივე თქმით, ადგილზე კანონის დარღვევით მიმდინარეობს ქვიშა-ღორღის მოპოვება, რაც მდინარეში ღრმულების გაჩენას ხელს უწყობს და საშიშროებას უქმნის ბავშვებს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ აჭის ხეობა განადგურების პირასაა, შრება არტეზიული ჭები, მწყობრიდან გამოდის საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კი სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყევტილება კარიერების გაუქმებასთან დაკავშირებით. 

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კარიერები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კრიმინალურ ავტორიტეტებს გადასცა, რათა კარიერებისგან მიღებული სარგებელის სანაცვლოდ არჩევნებში დაეხმარონ. 

დღის ამბები