საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გარკვეული პირების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვის მოთხოვნას ეხმაურება.
ზაზა თავაძის თქმით, სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს კონსტიტუციისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, იმის მიუხედავად მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.
„ამ ქვეყანაში უკვე 22 წელია კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც არის ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი, შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს კონსტიტუციურ მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მიუხედავად იმისა ეს ვინმეს მოეწონება, თუ არ მოეწონება,“- აცხადებს ზაზა თავაძე.