სოციალურმა მუშაკებმა 6 წლის ბავშვი მამის სახლიდან და იძულებით წამოიყვანეს. მძიმე კადრებში ჩანს, რომ ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც მიჰყავთ და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხდება.
ბავშვის მამა ამტკიცებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, ბავშვის ბებიაზე ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც ქალს ხელი მოტყდა.
ბავშვის მამის ოჯახიდან იძულებით წაყვანის შემდეგ გიორგი გვაზავამ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. მამა 6 წლამდე ბავშვს დამოუკიდებლად მას შემდეგ ზრდიდა, რაც მისი მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ შვილის გაგუდვა სცადა. სამი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პატარა მამასთან უნდა ყოფილიყო.
სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განმარტავენ, რომ მუშაკებმა დასკვნა ორივე მხარის გამოკითხვით მოამზადეს. კადრების არსებობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვზე და მის ბებიაზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების პირობას დებს.
„კურიერის“ კამერასთან გამოჩენა არ სურს ბავშვის დედას, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ პასუხობს.
ფსიქოლოგიის დოქტორი, ქეთევან ჩიგოგიძე, რომელიც ოჯახში წლებია, მუშაობს, მიიჩნევს, რომ ბავშვზე დედასთან ყოფნა, ცუდად იმოქმედებს.
ჯერჯერობით, უცნობია, სად და ვისთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას 6 წლის ბავშვი. გიორგი გვაზავა სარჩელს სოციალური სააგენტოს წინააღმდეგაც ამზადებს.