17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
„ნება მომეცით, რომ ჩვენ თვითონ გავარკვიოთ სინოდში ეს საკითხები“ - მეუფე გრიგოლი ქორეპისკოპოს იაკობის მუქარას ეხმაურება 

„ნება მომეცით, რომ ჩვენ თვითონ გავარკვიოთ სინოდში ეს საკითხები,“ - ასე პასუხობს მეუფე გრიგოლი, ქორეპისკოპოს იაკობს, განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ "შარში გაეხვევა ყველა, ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავს. 

მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საკითხს პირადად თავად ქორეპისკოპოსთან გაარკვევს.  

„ნება მომეცით, რომ ჩვენ თვითონ გავარკვიოთ სინოდში ეს საკითხები. კამერების წინ არ გაირკვევა და ალბათ, შემოდგომაზე იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით,“ - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე იაკობი ისევ იმავე პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეში დამნაშავეა. ქორეპისკოპოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პატრიარქს დეკანოზის ბრალეულობის სჯერა.  

დღის ამბები