სამების საკათედრო ტაძარში გაკეთებული სკანდალური განცხადებიდან რამდენიმე საათში მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან დუმილი ამჯობინა. ის აღარც სხვა სასულიერო პირებს დამუქრებია და არც დეკანოზ გიორგი მამალაძის დანაშაულზე უსაუბრია.
მეუფე გრიგოლის განცხადებით კი, მას პატრიარქისგან არასდროს სმენია, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა. ილია მეორის სახელით გამართული საზეიმო მიღება გავლენიანმა მღვდელმთავრებმა გვიან ღამით დატოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მიღება ერთად დატოვეს, უცნობია შედგა თუ არა მათ შორის კომუნიკაცია მეუფე გრიგოლის მუქარასა და პატიმრობაში მყოფი დეკანოზის საქმეზე.