გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა, საარჩევნო კამპანიის მეოთხე დღეს, შეხვედრები კახეთში, წნორის რაიონში გამართეს.
ოპოზიციის ლიდერები წნორის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ იმედი აღარ აქვთ, რადგან ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და მოქალაქეებს ყურადღებას არ აქცევენ.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა უმძიმესია, სამუშაო ადგილები არ არსებობს და მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღება შეუძლებელია.
წნორის მოსახლეობა გამოსავალს პოლიტიკურ პარტია ერთიანობასა და ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხვდება მოსახლეობას, რათა მოუსმინოს მათ პრობლემებს და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს პრობლემების მოგვარება.
„როდესაც ხელისუფლება არ გყავს, მაშინ ცხოვრობ ამისთანა სიღარიბეში და უბედურებაში“ - გრიგოლ ვაშაძე