17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
"საზოგადოება ნათლად ხედავს ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა"- ზაზა სარალიძე 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე, მკვლელობიდან 8 თვის შემდეგაც მაღალჩინოსნებისგან  ერთ კითხვაზე  პასუხს ელოდება, - ვინ მოკლა 16 წლის დავით სარალიძე. 

ზაზა სარალიძე კომისიის სხდომის მიმდინარეობას, სადაც კომისიის წევრთა კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი პასუხობდნენ, დღეს თვალს გორიდან ადევნებდა. 

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დეპუტატებმა მისთვის მნიშვნელოვანი ბევრი შეკითხვა დასვეს.

„კომისიის მუშაობა ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ეთერში უყურებს საზოგადოება, რასაც მე აქამდე ვიტყოდი და ვამბობდი, რომ დარღვევები ჰქონდა პროკურატურას და ძალოვან უწყებებს, საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს ყველაფერს. ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებენ პროკურატურა დღესაც ხელს,“- აცხადებს ზაზა სარალიძე.

დღის ამბები