ლეხზირზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, მყინვარიდან ყინულის მასის ჩამოშლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან.
"სავარაუდოდ საქმე გვაქვს გლაციო ლოგიური პროცესების განვითარებასთან, რომელიც ბუნებაში ხშირად ხება. ამ ეტაპზე დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა,"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.