დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის სეზონზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართვას.
პაატა იმნაძის განმარტებით, დათბობასთან ერთად გაზრდილია დაავადებათა რაოდენობა, რის გამოც აუცილებელია, კონკრეტული სიმპტომების შემთხევაში, მოსახლეობამ დროულად მიმართეს ექიმს და ყველამ მკაცრად დაიცვას ჰიგიენური ნორმები.
„ამ სიცხეში წითელა არასდროს არ ყოფილა და წითელა კიდევ გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე კიდევ მობრუნდება კიდევ უფრო მეტი იქნება,“ - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.