ხმაური სამშენებლო კომპანიაში „სვეტი“- დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანიის ოფისი დაიკავეს.
ისინი კომპანიის დამფუძნებელთან, გივი ჯიბლაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მენაშენეების თქმით, დღეს ჯიბლაძემ ოფისი ისე დატოვა, რომ მათთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში თბილისის მერიის ჩართვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.
მენაშენეები „სვეტის“ ოფისის დატოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ გივი ჯიბლაძეს არ შეხვდებიან.
დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში 4, ხოლო ბათუმში 1 დაუსრულებელი მშენებლობაა.