17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
149 ათას ლარზე მეტი სახელფასო შემოსავალი წლიურად -  TI-მ მაია მიმინოშვილის დეკლარაცია შეისწავლა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დეკლარაცია „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მაია მიმინოშვილის შემოსავლები შეისწავლა და დაადგინა, რომ საჯარო მოხელე კანონს არღვევს.

მაია მიმინოშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხელფასიდან წლიური შემოსავალი 149 ათას ლარზე მეტია, ანუ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს, ანაზღაურება თვეში 12 ათას ლარზე მეტი აქვს. ეს მხოლოდ მითითებული შემოსავლებია, ოჯახური ბიზნესის დიდი წილი კი დოკუმენტში არ ჩანს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მასში კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. კვლევის მიხედვით, მაია მიმინოშვილის ვაჟი ალექსანდრე ყანჩაველი შპს „არქი დეველოპმენტში” 14 %-იან წილს 2013 წლიდან ფლობს, თუმცა, ეს ფაქტი მიმინოშვილს არცერთ დეკლარაციაში მიუთითებია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევიდან ირკვევა, რომ მაია მიმინოშვილის შვილი და რძალი კონკურსის გარეშე, წლების განმავლობაში გამოცდების ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიმინოშვილისთვის გადახდილი თანხა დაითვალეს და დაადგინეს, რომ 2010 წლიდან დღემდე მის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე უკვე ჩარიცხულია.

ავტორი: ნინო ვარძელაძშვილი. 

დღის ამბები