17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი პირის მდგომარეობა მძიმეა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად დაშავებული 13 ადამიანიდან 9 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორივე პაციენტს  ჩაუტარდა გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ოპერაცია. ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს ავარიის დროს დაშავებული 4 არასრულწლოვანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.  

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულებს აქვთ ქალა-ტვინის დახურული ტრავმები, სხეულის დაჟეჟილობა, ქვედა კიდურის მოტეხილობები აღენიშნებათ.

„მცხეთის სამედიცინო ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევიდან სულ შემოყვანილი იქნა ათი პაციენტი. აქედან ერთი გაეწერა კლინიკიდან. 7 განაგრძობს მკურნალობს ქირურგიულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. ორ მათგანს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებით. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით მაინც რჩება არასტაბილური და მიმდინარეობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. რჩებიან მართვით სუნთქვაზე. ჩატარებულია ტრავმატოლოგიური ოპერაცია. ამ ეტაპზე სტაბილიზაციის მიღწევა ხერხდება მედიკამენტების ფონზე. არასრულწლოვანი არის 4 პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში. განაგრძობენ მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში,“-განაცხადა კლინიკის მენეჯერმა დავით შონიამ. 

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 13 ადამიანი. დაშავებულებიდან 6 ბავშვია.  

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები