ხანძარი თბილისში - ისნის რაიონში, მელაანის ქუჩასთან ახლოს მდებარე სასაფლაოებთან საბურავებს და ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. სულ დამწვარია 250 კვ.მ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და მისი საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.