შუამთობის დღესასწაული ბეშუმში - ხულოს რაიონში მიმდინარე ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მამუკა ბახტაძე ფოლკლორულ ანსამბლს - ბერმუხას შეხვდა.
„ეს ადამიანები არიან იმის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლოს უნიკალური ტრადიციები და გადავცეთ ისინი მომავალ თაობებს.
საქართველო მხოლოდ უნიკალური ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნების გზით მოახერხებს გახდეს განვითარებული და ძლიერი ევროპული სახელმწიფო. ყველას გილოცავთ შუამთობას,“-აცხადებს მამუკა ბახტაძე.