ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი მათ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე ორი პაციენტი რჩება. ორივე იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. მდგომარეობა ორივე პაციენტის რჩება მძიმე სტაბილური. ერთი მათგანი იმყოფება მართვით სუნთქვაზე“-განაცხადა ქირურგმა ზურაბ ტივაძემ.
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად "კურიერის"ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილია ერთი.
დაშავებულები მცხეთის სამედიცინო ცენტრში, მცხეთის ჰოსპიტალსა და იაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. დაშავებულებს შორის 6 მოზარდია. რომელთაგან ერთს სახის არეში ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. დაზარალებული მოზარდებიდან ერთი გუშინ გაწერეს სახლში, ერთი კი დღეს დაასრულებს სტაციონალურ მკურნალობას. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 4 არასრულწლოვანი რჩება.
„ჩვენ კლინიკაში მოთავსდა ორი პაციენტი. აქედან ერთ პაციენტი, წლის და რვა თვის გოგო უკვე გაწერილია ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი პაციენტი კვლავ განაგრძობს ჩვენთან ყოფნას, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი,“-განაცხადა ბავშვთა ნევროლოგმა თეონა შათირიშვილმა.
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.