მუსა ხანგოშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაკავებულს დიაბეტის გამო შეექმნა. მანამდე კი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ ხანგოშვილს იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას პოლიციელის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ, რაც ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
ყვარლის იზოლატორთან იმყოფებოდნენ ხანგოშვილის ოჯახის წევრებიც. მუსა ხარგოშვილის დედა მისი შვილის ჩეჩნეთის პრეზიდენტთან მეგობრობას არ უარყოფს და ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„რა პრობლემაა თუ არის?! რაში არის დამნაშავე, ცოტა ნასვამი, რომ იყო იმაში არის დამნაშავე? ყოველი მეორე არის აქ ნასვამი და ეს დანაშაულია?,"-განაცხადა მუსა ხარგოშვილის დედამ.