სრულიად საქართველოს მუფტი, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს.
ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა მრევლს თავისუფლად ლოცვის საშუალება ჰქონდეს.
განცხადება მუფტმა ცოტა ხნის წინ ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე ყოფნისას გააკეთა.
„ჩვენ არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს საინიციატივო ჯგუფთან. მე, როგორც წინამძღვარი, ყველას წინამძღვარი ვარ, ყველას მუფტი ვარ, რა თქმა უნდა, მე ვარ ყველა ქართველი მუსლიმის წინამძღვარი და ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, რომ მოგაგვარებთ იმ პრობლემას, რა პრობლემაც აქვს დღეს ჩვენ მუსლიმ მრევლს,“ - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძე.