დოღი, ჭიდაობა, კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშები - აჭარის სამთო კურორტ ბეშუმში დღეს შუამთობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული აჭარული განდაგანით და ტრადიციული კერძების დაგემოვნებით იწყება. მთას წელს ბევრი უცხოელი სტუმარი ეწვია, რომლებიც ბუნებით, სანახაობით და საკვებით ერთნაირად გაოცებულები იყვნენ.
ბეშუმში ჩავიდა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც მაღალმთიან აჭარაში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა.
შუამთობა აჭარლებს პრეზიდენტობის კანდიდატებმაც მიულოცეს. მათ ამომრჩევლებს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაც შეახსენეს.
ბეშუმს ესტუმრნენ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებიც. მათ სოციალურ პრობლემებზე, სამუშაო ადგილების სიმცირესა და ტურიზმის სფეროს განვითარების შეფერხებაზე გაამახვილეს ყურადღება
ბეშუმში სპორტული შეჯიბრებებიც იმართება. დღის ბოლომდე მკლავჭიდსა და დოღში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. შუამთობის დღესასწაული ტრადიციულად ყოველ წელს აგვისტოს პირველ კვირას იმართება.
ავტორი:თეა ვაშალომიძე