17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
უწყლო სოფელ დაშთაფაში, მოსახლეობას 200, 300 და 450 ლარიანი დავალიანების ქვითრები მიუვიდა

სოფელი, სადაც წყალი არ მოდის მოსახლეობას 200, 300 და 450 ლარიანი დავალიანების ქვითრები მიუვიდა. დაშთაფაში ამბობენ, რომ გამრიცხველიანების შემდეგ წყალი ერთი დღითაც კი არ ჰქონიათ თუმცა თვის ბოლოს მათთვის გაუგებარი დავალიანებები მიიღეს. 

დაშთაფას სასმელი წყლით შპს სოფწყალი ამარაგებს. ადგილობრივები უწყლოობისა და ამის მიუხედავად დარიცხული დავალიანებების გამო პასუხს სწორედ ამ კომპანიისგან ითხოვენ.

მარნეულის  შპს სოფწყალის ხელმძღვანელობა პრობლემებს აღიარებს, თუმცა სასმელი წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობას არ იღებს. 

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი

დღის ამბები