რუსთავში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 3 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ, მოქალაქეები თევზაობის დროს ჩარჩნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.