17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მოგონებები და შთაბეჭდილებები - ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი საქართველოს შესახებ

ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს საქართველოში ელჩობის ვადა ორი წლის წინ ამოეწურა, მაგრამ მისიას დღემდე არაოფიციალურად აგრძელებს. დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, სადაც არ უნდა იყოს საქართველოს კულტურასა თუ ისტორიაზე საუბრობს. ვაშინგტონში მისი სახლის ყველა კუთხე ქართულ მოგონებებს ინახავს.

საქართველოში ელჩად ჩამოსულ ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს დემოკრატიის განვითარების პროცესი, სხვადასხვა გამოწვევები და გარდამავალი პერიოდი დახვდა.

საქართველოში მუშაობის დროს, ალექსანდრა სისტემატურად დადიოდა ადმინისტრაციულ საზღვართან, დევნილებსაც ხშირად სტუმრობდა. საჩუქრები ჩაჰქონდა ბავშვებისთვის და თავად ერთვებოდა მათთან თამაშში.

ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი თბილისში ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, აქ დადიოდნენ სკოლაში, ახლა საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ.

2 წლის შემდეგ ამბობს, რომ მის ოჯახს ეს ემოცია არ განელებია და სადაც არ უნდა იყვნენ საქართველოს გულშემატკივრად რჩებიან.

 

დღის ამბები