17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ევროკავშირი მეღვინეების გვერდით - ქართული პროდუქციის დაგემოვნება მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაშია შესაძლებელი

ევროკავშირი ქართველი მეღვინეების გვერდით - ევროკავშირი აფინანსებს ქართველ მეღვინეებს, რათა მათ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ, რომელსაც შემდეგ საქართველოში და უცხოეთში გაყიდიან. 

სოფელ ობჩაში, აბულაძეებისთვის მეღვინეობა ოჯახური ტრადიციაა. თაობიდან თაობას ღვინის სიყვარული უკვე მრავალი წელია გადაეცემა. ბევრი იფიქრეს, როგორ შეიძლებოდა იმერეთში სახელგანთქმული აბულაძეების ცოლიკაური და ციცქა დანარჩენი საქართველოსთვისაც გაეცნოთ. ორი წლის წინ პროექტში გაიმარჯვეს და 5000 ლარით ბოთლები, ეტიკეტები და მცირე მოწყობილობები შეიძინეს. გვანცას და ბაიას ღვინოები განსაკუთრებული ეტიკეტებით გამოირჩევა.

ახალგაზრდა მეღვინე, ბაია აბულაძემ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბევრი ადამიანი დააინტერესა. რუმინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია - ამ ქვეყნებიდან სტუმარი არასდროს ელევა.

უცხოელებთან ურთიერთობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბაიას ობჩაში არ დაუწყია. ევროკავშირის დახმარებით თავადაც ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა. ახლა ბაიას ღვინის დაგემოვნება მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაშიც არის შესაძლებელი.

ყვარლის სარდაფი ერთ-ერთი საწარმოა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით წელს პირველად რთველს უახლესი ტექნოლოგიით შეხვდება. „ყვარლის სარდაფის“ მენეჯერი ოთარ ტაბატაძემ, ღვინის ქარხნის დანადგარი ევროკავშირის დახმარებით შეიძინა.

ევროკავშირის ქვეყნების ბაზარს ქართველი მეღვინეები რომ აქტიურად ითვისებენ, ამას ღვინის ეროვნული სააგენტოშიც ადასტურებენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგი, ევროპული ბაზრისთვის ყოველ წელს უფრო მეტად მიმზიდველი ხდება.

ავტორი: ნანიკო სისვაძე  

დღის ამბები