ადამიანები, რომლებმაც ევროკავშირის პროგრამების დახმარებით, ემიგრანტობას სამშობლოში დაბრუნება არჩიეს. ძმებმა მარგალიტაძეებმა გერმანიაში მიგრანტად დარჩენას, სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი ბიზნესის დაწყება არჩიეს. ამაში კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა დაეხმარათ.
სანამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩაერთვებოდა, გიორგი თოიძე თურქეთში სეზონურ სამუშაოს თანხმდებოდა. მაშინ, როცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა პროექტი შეეტანა და სეზონურ სამუშაოებზე უარი ეთქვა.
საქართველოში მცხოვრებ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშემწყობი პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და ორი წელი გაგრძელდა. პროექტის ავტორებმა მიზნად საქართველოდან მიგრაციის შემცირება და დაბრუნებული მიგრანტების ხელშეწყობა დაისახეს. პროექტის ფარგლებში სტარტაპებთან ერთად, უკვე არსებული ბიზნესიც დაფინანსდა. გურიის ახალგაზრდულმა ცენტრმა სპეციალური ფონდიც დაარსა.
გურიის რეგიონსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში პროექტირების განსახორციელებლად 150 ათასი ევრო დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში პროფესიული გადამზადებაც მოხდა და სხვადასხვა რეგიონში მიგრაციის საფრთხეებსა და რისკებზე ლექციებიც წაიკითხეს. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ გაწეული სამუშაოები რეგიონიდან ადამიანების გადინებას მაქსიმალურად შეამცირებს.
ავტორი: რუსკა გიორგაძე