17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ჭრილობა თავის არეში - ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 

მოსკოვში, საკუთარ ბინაში ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი, გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი დამლაგებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა ოთახში იარაღსაც მიაგნეს, საიდანაც გასროლა მოხდა. ახალგაზრდა სახლში მოსვლამდე აგარაკზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ხუბუტიების ოჯახის სხვა წევრები საფრანგეთში ისვენებდნენ. გამოძიება, ძირითადად, თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ხუბუტიების ახლობლებს კი მომხდარის მიზეზებსა და ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

მიხეილ ხუბუტია ცნობილი ბიზნესმენი და ის მოსკოვში "ქართველთა კავშირის" პრეზიდენტია.

დღის ამბები