17 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - დაშავებული 12 ადამიანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 

სოფელ ფერმასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 ადამიანი ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში რჩება. მათგან სამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრავმები აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე ორი დღის წინ მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ავარიის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია.

დღის ამბები