17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
კონსულტაციები კობახიძესთან - განცხადების გაკეთებამდე სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგისთვის ემზადება. 17:00 საათზე ცნობილი გახდება მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მანამდე კი დამოუკიდებელმა დეპუტატმა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიარა.

"ვნახოთ ხუთ საათზე რა განცხადებას გავაკეთებ. ყველა გავაფრთხილე, რომ განცხადებას ვაკეთებ და ასევე გავაფრთხილე პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ ეს არის წესი და ზრდილობა, რომ პარლამენტარმა გააფრთხილოს. დანარჩენი ხუთ საათზე,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მან დეტალები არ დააკონკრეტა მათშორის ისიც იმ შემთხვევაში თუ ის კენჭს იყრის მიიღო თუ არა ირაკლი კობახიძისგან მხარდაჭერის თაობაზე გარანტიები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები