გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მოინახულა. გრიგოლ ვაშაძე ოჯახის დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესდა.
დეკანოზის ოჯახმა გრიგოლ ვაშაძეს ე.წ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან სამართალი აღდგება.
„დავინახე, ის რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა, რადგანაც ის ფლობს ინფორმაციებს ისეთს, რომ ეკლესიაში შიგნით მოხდება იმ ადამიანების ლუსტრაცია, ვინც ბოროტად სარგებლობს თავიანთი პოზიციით,“- აცხადებს გიორგი მამალაძის ძმა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანაა მოქალაქეებმა სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ.
„პრეზიდენტი კი არა, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზე უნდა ვიყოთ, რომ ჩემ კომპეტენციაში შედიოდეს ამ ადამიანის ბედის შემსუბუქება და დახმარება, რომ მან სამართალი იპოვოს, იმ წამში გავაკეთებდი უყოყმანოდ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.