მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს, ასევე სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც საქართველოში მარიხუანის მოხმარების სრულად ლეგალიზება მოხდა.
ჯგუფი მოთხოვნით პარლამენტს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავს.
„ხალხის პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ უმრავლესობაში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით, საკითხი შემოვლითი გზით საკონსტიტუციო სასამართლოს მოგვარების მცდელობა, მტრული გადაწყვეტილებაა.
„ბატონო ბიძინა, ვინც თქვენ გირჩიათ, რომ უმრავლესობაში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით, ჯობია ეს საკითხი შემოვლითი გზით საკონსტიტუციო სასამართლოთი მოვაკვარახჭინოთო, ის მრჩეველი მტერია ამ ქვეყნის. ბევრად უკეთესი იქნებოდა ლეგალიზაცია ვაჭრობისაც კი პარლამენტის კანონით, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ პრინციპის დადგენა, რომ თურმე ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს თვითდაზიანებას, დეგრადაციას,“- აცხადებს კობა დავითაშვილი.