„გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი“, „ნარკოტიკი - გზა ჯოჯოხეთისკენ“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ასეულობით ადამიანია შეკრებილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ.
სასულიერო პირები და მრევლი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
აქცია ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
ბათუმ-ლაზეთის ეპარქიამ განცხადება აქციის თაობაზე გუშინ გაავრცელა.
„30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აქციას დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია შეუერთდნენ.
აქციაზე კანონის გაუქმებას და საკონსტიტუციო მოსამართლეების გასამართლებას მოითხოვენ.