17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ტრაგედია მინდელის შახტში - გამოძიების ფარგლებში 6 პირია დაკავებული

ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანი საქნახშირის ან ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია. დაკავებულთა შორის არის უბნის დირექტორი, ასევე, უბნის ყოფილი უფროსი, მთავარი ინჟინერი და სამი მუშა.

მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. კურიერის ინფორმაციით, ისინი არასწორი აფეთქების პროცესის გამო დააკავეს.

„ესენი აიყვანეს აგფეთქებასთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენად არიან დამნაშავეები, ამას დაადგენს გამოძიება და სასამართლო. იმ დღეს მოხდა გაზ-მეთანის აფეთქება, სადაც ჩაატარეს ბურღვა-ფეთქვითი სამუშაოები, რომელიც არ უნდა ჩატარებულიყო იმ ადგილას, სადაც ჩატარდა,“ - განაცხადა მინდელის შახტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ცნობილია, რომ სამართალდამცველებს კიდევ რამდენიმე ადამიანთან აქვთ შეკითხვები, შესაბამისად, არა გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დღის ამბები