17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილს დღეს მე ვეღარ ვუწოდებ რუს ოლიგარქს" - სალომე ზურაბიშვილი

„ბიძინა ივანიშვილს დღეს მე ვეღარ ვუწოდებ რუს ოლიგარქს,“ - ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, 2009 წელს, როდესაც მისი ავტორობით წიგნი გამოვიდა, ის ფიქრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი იყო, თუმცა, დღეს უკვე ეს აზრი შეცვლილი აქვს.

„მე რაც დავწერე წიგნში, ეს არის ის, რასაც ფიქრობდა იმდროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ოლიგარქი იყო, არის საერთო მცნება, ეს იყო ჩემი დახასიათება მისი. იყო ის, რაც იყო ჩემი და საერთოდ საზოგადოების დახასიათება ადმიანის, რომელსაც არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. იმის მერე გავიგე ბევრი რამე. გავიგე, მაგალითად, რომ ნაწილი იმ ძალიან დიდი საქმის, რაც მე მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, ანუ პოლიციის, ჯარის სახით, თურმე, ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ძალიან რთული არის, რომ ამის მერე თქვა, რომ ეს არის რუსი ოლიგარქი. მე სადღაც მაქვს შინაგანი ლოგიკა. რაღაცას ვამბობ მაშინ, როდესაც, ჩემი ინფორმაციით, არის ასეთი სიტუაცია. დღეს ჩემი ინფორმაცია არის ძალიან განსხვავებული, სხვანაირად ვფიქრობ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, ამბობს, 2004 წელს ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ის დიდი ავანტიურაში გახვია.

„სხვანაირად ვფიქრობ ასევე მიშა სააკაშვილზე, რომელსაც წამოვყევი 2004 წელს უდიდეს ავანტიურაზე და სხვანაირად ვფიქრობდი მასზე. დღეს, იმის მერე, რაც ვნახე ახლოდან, სულ სხვანაირად ვფიქრობ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   

დღის ამბები