17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
"როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, არ ავყვები პროვოკაციებს" - სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

„ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთვეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების,“ - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ვინ დაიწყო ომი - ამ შეკითხვაზე მან პირდაპირი პასუხისგან თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ როდესაც თავად იქნება პრეზიდენტი, ის პროვოკაციებს არ აჰყვება.

„ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ასევე ევროკავშირი ამას ადასტურებდა. ჩვენ ამას არ გადავხედავთ და ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, პროვოკაციებში, რომლებზედაც გვაფრთხილებდნენ მაშინ ამერიკელები და ევროპელები, პროვოკაციებს არ ავყვები იმიტომ, რომ როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო. რაც ეხება ომს, ხვალ არის 7 აგვისტო, ზეგ არის 8 აგვისტო, დარწმუნებული ვარ რომ გვექნება ბევრი საშუალება, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები