17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო დაპირება სტუდენტებს - გამარჯვების შემთხვევაში, ახალგაზრდებს პრეზიდენტი უცხოეთში სწავლას დაუფინანსებს

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, საპრეზიდენტო ფონდის შექმნას გეგმავს, დაგროვებული თანხის ნახევარს კი დავით ბაქრაძე სტუდენტების უცხოეთში სწავლის დაფინანსებაზე დახარჯავს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს ინიციატივა სტუდენტებს გააცნო.

ბაქრაძე ამბობს, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო.

სტუდენტებს პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივა მოსწონთ.

ახალგაზრდები განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და დასაქმების პრობლემაზე საუბრობენ. სტუდენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღება რთულია, საზღვარგარეთ სწავლა კი მათ განვითარებაში დაეხმარება. 

 

 

 

ავტორი: თამთა ჯიქია 

დღის ამბები