17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
ომგამოვლილი 59 ქალის ისტორია, რომელიც ფოტოწიგნად გამოიცა - როგორ ცხოვრობენ ისინი თბილისში, გორში, წეროვანსა და საზღვისპირა სოფლებში

ომგამოვლილი 59 ქალის ისტორია - როგორ ცხოვრობენ აგვისტოს ომის შემდეგ მანდილოსნები, რომლებმაც ომი გადაიტანეს. კონკრეტული ისტორიები ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ და პოეტმა სალომე ბენიძემ ფოტოწიგნად გამოსცეს.

ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში პირველად მოხვდნენ ქალები, რომლებმაც ომის დროს დაკარგეს ქმრები, შვილები, მამები, სახლები და ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწიათ.

სურათები გადაღებულია არა 2008 წლის ომის დროს, არამედ ბოლო ორი წლის განმავლობაში და ასახავს იმას, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ქალები დღეს თბილისში, გორში, წეროვანსა და საზღვისპირა სოფლებში.

აქ იმ ქალების ისტორიებიცაა, ვისი სახლებიც 2008 წლის ომის შემდეგ მავთულხლართებს მიღმა დარჩა.

წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მხოლოდ ერთხელ არ გაიმართება, ავტორები ამ პროექტით საქართველოში მოგზაურობას აპირებენ იმისთვის, რომ გმირი ქალები სხვებსაც გააცნონ. ხვალ, 7 აგვისტოს, კი "შიროუზს" პრეზენტაცია თბილისში გაიმართება. 

დღის ამბები